რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოდოლიაკი რუსეთში ხანძრებზე: კარმა სასტიკი რამაა

ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკის რეგიონები აქტიურად იწყებენ ისეთი კონცეფციის შესწავლას, როგორიცაა "დემილიტარიზაცია". რუსეთის ამ რეგიონებში, პერიოდულად ნავთობის ბაზები იწვის, რომლებიც რუსული არმიის ჯავშანტექნიკისთვის საწვავს უზრუნველყოფენ. ასევე, აფეთქებენ საბრძოლო მასალის საცავებს და ისინი ამას უფრო და უფრო ხშირად აკეთებენ.

როგორ ავხსნათ? ძალიან მარტივად. თუ თქვენ [რუსები] გადაწყვეტთ, სრულმასშტაბიანი თავდასხმა განახორციელოთ სხვა ქვეყანაზე, მასიურად დახოცოთ იქ ყველა, მასიურად გაანადგუროთ მშვიდობიანი მოსახლეობა ტანკებით და თქვენს რეგიონებში საწყობები მათი მკვლელობების უზრუნველყოფისთვის გამოიყენოთ, მაშინ ადრე თუ გვიან, ამის საფასურის გადახდა მოგიწევთ. რუსეთის სამხედრო ძალების მხრიდან უკრაინაში ასეთი ინტენსიური და მოცულობითი შეტევების შემდეგ მშვიდად ყოფნა თითქმის შეუძლებელია. ამიტომ, ბელგოროდ-ვორონეჟის მკვლელთა საწყობების განიარაღება აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესია. კარმა სასტიკი რამ არის.

და კიდევ ვიმეორებ: სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების მიზეზები შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს. იქნებ, ეს ღვთის ჩარევაა ცოდვილთა საქმეებში, რომლებმაც წმინდა კვირაში მარიუპოლში ხალხი მასიურად დახოცეს. 

წერს Telegram-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. 

კომენტარები