კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 290 შემთხვევა, დღიური დადებითობა 1.18%-ია

eucord

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 24 676 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 290 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 80 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 1.18%-ია,  ბოლო 7 დღის - 1.06%, ბოლო 14 დღის კი 1.14%.  

290 ახალი შემთხვევიდან თბილისში 143 დადასტურდა, აჭარაში - 4, იმერეთში - 50, ქვემო ქართლში - 14, შიდა ქართლში - 13, გურიაში - 20, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 18, კახეთში - 23, მცხეთა-მთიანეთში -4, სამცხე-ჯავახეთში - 0, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1.

27 აპრილის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 654 665 შემთხვევა ოფიციალურად არის დადასტურებული, მათგან 1 636 188 გამოჯანმრთელდა, 16 802 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 1 649 აქტიური შემთხვევაა. 

რეანიმაციულ განყოფილებაში 73 ადამიანია, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 5, იმერეთში - 9

კომენტარები