რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი

დენისოვა: ოკუპანტები ხარკოვის ოლქში მოწყობილ საკონცენტრაციო ბანაკში მოქალაქეებს აწამებენ

უკრაინის სახალხი დამცველის ლუდმილა დენისოვას თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის  ოლქში, ქალაქ ვოლჩანსკის ერთერთ ქარხანაში საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს, სადაც მშვიდობიან მოქალაქეებს აწამებენ. მისი ინფორმაციით, ოკუპანტები ქალაქის მცხოვრებლებს თანამშრომლობას აიძულებენ. 

"მსგავსი ქმედებები ოკუპანტებმა იზიუმშიც, ადგილობრივი მოსახლეობის "მობილიზებისთვის" განახორციელეს. ამის მიუხედავად, ხალხი ეწინააღმდეგება ოკუპანტთა ჯარში გაწევრიანებას. რუსეთის ქმედებები არის ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ" - წერს დენისოვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები