რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მელიტოპოლის მერის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს

REUTERS

მელიტოპოლის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა ბულგარეთის კონსული გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას მელიტოპოლის მერი, ივან ფედოროვი ავრცელებს

"ქვეყნის მასშტაბით ჩემი 50 კოლეგა გაიტაცეს, მათგან 29 ახლა ოკუპანტების ციხეშია. რაც შეეხება აქტივისტებს, ბიზნესმენებს, ოკუპანტებს აქაც იგივე პრაქტიკა აქვთ, იტაცებენ ყველას, ვინც პატრიოტული განწყობებითაა. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ მელიტოპოლში ბულგარეთის საპატიო კონსული გაიტაცეს". - თქვა ფედოროვმა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები