Breaking Bad

ბრაიან კრენსტონი აარონ პოლის შვილს მონათლავს

Showbiz Cheat Sheet

აარონ პოლის თქმით მის ახალშობილ შვილს, რაიდენ კასპიან პოლს, კოლეგა და მეგობარი ბრაიან კრენსტონი მონათლავს.

"ბრაიანს დაბადების დღეზე ვთხოვე ჩვენი პატარას ნათლია გამხდარიყო. ძალიან გაუხარდა. სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. ჩემი საუკეთესო მეგობარია". – ამბობს პოლი ჯიმი ფელონის შოუში.

აარონ პოლს, ცოლთან ლორენ პარსეკიანთან ერთად ორი შვილი ყავს, უფროსი ქალიშვილი 4 წლის არის.

კრენსტონმა და პოლმა ერთმანეთი საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის გადასაღებ მოედანზე გაიცნეს და დამეგობრდნენ.

კომენტარები