Breaking Bad

აშშ-ში მეტამფეტამინის ფლობისთვის პოლიცია უოლტერ უაითის ორეულს ეძებს

აშშ-ში, ილინოისის შტატის ქალაქ გეილსბურგის პოლიციის დეპარტამენტი საკუთარი Facebook-ის გვერდზე აქვეყნებს რამდენიმე ადამიანის ფოტოს, რომლებიც მეტამფეტამინის ფლობისთვის არიან ძებნილები.

ერთ-ერთი მათგანი, 50 წლის ტოდ ბარიკი ძალზედ გავს საკულტო სერიალ Breaking Bad-ის მთავარ გმირს, უოლტერ უაითს, რომელიც შუა ხნის ასაკში მეტამფეტამინის წარმოებას მიჰყოფს ხელს. ბარიკმა პრობაცია დაარღვია, რის გამოც პოლიციამ მისი დაპატიმრების ორდენი გამოსცა.

კომენტარებში პოლიციას ურჩევენ, ეჭვმიტანილი მანქანების სამრეცხაოებსა და ისეთ სწრაფი კვების ობიექტებში ეძებონ, სადაც ქათმის ხორცს ყიდიან. ზოგი კი ბარიკს ურჩევს, რომელ ადვოკატს დაურეკოს.

 

 

კომენტარები