რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიკოლაევის ოლქში, დაახლოებით, 20 სოფელია ოკუპირებული – ვიტალი კიმი

ნიკოლაევის მერი ვიტალი კიმი

ნიკოლაევის ოლქის გუბერნატორი, ვიტალი კიმი ამბობს, რომ ოლქში, დაახლოებით, 20 სოფელია ოკუპირებული. 

"სნიგირევკას სამხრეთით ნიკოლაევის ოლქის სოფლები ოკუპირებულია. ძნელი სათქმელია, რამდენი, ფრონტის ხაზზე სიტუაცია იცვლება. დაახლოებით, 20 [სოფელია]". - თქვა მან. 

ვიტალი კიმის თქმით, ზოგიერთი სოფელი ოკუპირებულია, მაშინაც კი, როცა ის რუსი ოკუპანტები არ დგანან - მათთან მომარაგება ხერსონის ოლქიდან მიდის, ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილი შეთანხმებული დერეფნებით გადააქვთ.   

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები