იაგო ხვიჩია

ხვიჩია: ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად 5 ნომერი შემდეგ არჩევნებზე არ უნდა იყოს

პირველი არხი

პარტია გირჩის დეპუტატის, იაგო ხვიჩიას თქმით, კარგი იქნება, თუ შემდეგ არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობა მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. ხვიჩიას განცხადებით, მას ენმ-სა და ქართული ოცნების დაპირისპირების დასრულება სურს.

"ქოც-ნაცური დაპირისპირების ფონზე, მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთგვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ. მთელი ქვეყანა არის ტოქსიკური ურთიერთობების მორევში, რომ ვიღაცები ებრძვიან ერთმანეთს: ნაცები, ქოცები. რამდენი წელია ვცხოვრობთ ტელევიზიებისა თუ პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ამ ლეგენდაში, რომ თითქოს მთელი ერი ერთმანეთთან ვართ დაპირისპირებული. ეს უნდა დავამთავროთ და თუ გვინდა, რომ ეს დავამთავროთ, მთავარი მოწინააღმდეგე უნდა დაიშალოს, ეს ხო რაღაცა სიმბოლოა, ეს ადამიანები აქ რჩებიან და ყველანი იქნებიან პოლიტიკაში სხვადასხვა ფორმით. მაგრამ, ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად 5 ნომერი, რაღაცნაირად არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. წარმოიდგინეთ, რომ ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას მოუწევს მთლიანად სხვა თამაშის შემოტანა და იგივეს ვეღარ გაიმეორებს, რადგან აღარ იქნება ის მოწინააღმდეგე. ქართული ოცნება კი ბოლო 10 წლის განმავლობაში სულ ამას იყენებს და ვერავინ მიხვდა, რომ აქეთ შეცვალოს იმიტომ, რომ ვერავინ ვერ თმობს მეორე საპრიზო ადგილს. თუმცა, ახლა მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და ჩემი აზრით, კარგი შესაძლებლობაა იმისი, რომ ისიც აღმოჩნდეს საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ნაციონალური მოძრაობაც დაიშალოს და მთელ ქვეყანას მოგვეცეს ცხოვრების რაღაცნაირად ახლებურად დაწყების საშუალება". - თქვა იაგო ხვიჩიამ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

კომენტარები