Rust

ნიუ-მექსიკოს შტატმა RUST-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

Telegraph

ნიუ-მექსიკოს შტატმა, საპროდიუსერო კომპანიას Rust Production LLC $138 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. შტატის წარმომადგენლის განმარტებით ეს მაქსიმალური ჯარიმაა, რომლითაც აღნიშნულ საქმეზე დაკისრება შეუძლია ნიუ-მექსიკოს მთავრობას.

"საქმე გვაქვს არაეფექტურ მენეჯმენტთან. საპროდიუსერო კომპანიას, რომ გაეთვალისწინებინა არსებული უსაფრთხოების ნორმები, არ მოხდებოდა გასროლა, რომელსაც ოპერატორ ჰალინა ჰატჩინსის გარდაცვალება და რეჟისორ ჯოელ სოუზას დაჭრა მოჰყვა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მაქსიმალური ოდენობით, $138 793-ით დავაჯარიმოთ საპროდიუსერო კომპანია". – ამბობს ჯეიმს კენი, ნიუ-მექსიკოს გარემოს დაცვის დეპარტამენტის მდივანი.

2021 წლის 22 ოქტომბერს, ნიუ-მექსიკოს შტატში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა, ასევე დაშავდა რეჟისორი ჯოელ სოუსა.

იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

გადამღები ჯგუფის წევრმა, მეგი გოლმა გამოცემა The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჰოლსს უსაფრთხოების წესების დარღვევას წარსულშიც ედავებოდნენ

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მიფრენამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. დაჭრილი რეჟისორის, ჯოელ სოუსას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ის რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოდან გამოწერეს.

უბედური შემთხვევის შესახებ საუბრისას ბოლდუინმა არაერთხელ აღნიშნა, რომ თავს დამნაშავედ არ თვლის. სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ მსახიობმა სოციალურ ქსელში პოსტი წარწერით ყველაფერი კარგად იქნება გამოაქვეყნა.

მსგავსი უბედური შემთხვევა მოხდა 1993 წელს, ფილმ The Crow-ს გადასაღებ მოედანზე. სარეკვიზიტო პისტოლეტიდან გასროლილმა ტყვიამ მსახიობი ბრენდონ ლი იმსხვერპლა.

კომენტარები