Rust

სასამართლომ RUST-ის იარაღის ოსტატს ბრალდების მოხსნის შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა

სასამართლომ ფილმ Rust-ის იარაღის ოსტატს ჰანა გუტიერეს-რიდს ბრალდების მოხსნის შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. 

გუტიერეს-რიდის ადვოკატი ბრალდების მოხსნას გამოძიებაში სტრუქტურული შეცდომებისა და პოლიციის მიერ მედიაში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე ითხოვდა. სასამართლომ ადვოკატის მოსაზრება საფუძველს მოკლებულად მიიჩნია. გუტიერეს-რიდის სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 9 აგვისტოს დაიწყება.


2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ სანტა-ფეში, ვესტერნ Rust-ის გადასაღებ მოედანზე უბედური შემთხვევა მოხდა. მსახიობ ალეკ ბოლდუინის მიერ გასროლილ იარაღს, 42 წლის ოპერატორის, ჰალინა ჰატჩინსის სიცოცხლე შეეწირა.

დაჭრილი ჰალინა ჰატჩინსი საავადმყოფოში ვერტმფრენით გაამგზავრეს, ოპერატორი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა. ის 42 წლის იყო. 

გადასაღებ მოედანზე საბრძოლო ამუნიციაზე და იარაღზე პასუხისმგებელი იარაღის ოსტატი ჰანა გუტიერეს-რიდი იყო. ხოლო თავად იარაღი, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი, ბოლდუინს რეჟისორის თანაშემწემ, დეივ ჰოლსმა გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხოა. რეალურად მჭიდში საბრძოლო ვაზნები იდო. ამის შესახებ სასამართლოს მასალებში წერია.

2022 წლის აპრილში ნიუ-მექსიკოს შტატმა Rust-ის პროდიუსერებს $136 793-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა

2023 წლის თებერვალში ალეკ ბოლდუინს დაუდევრობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. იმავე წლის აპრილში სასამართლომ მსახიობი უდანაშაულოდ ცნო.

კომენტარები