რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში" – შარლ მიშელი კიევში ჩავიდა 

Charles Michel / Twitter

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა.

"თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის გულში". – წერს შარლ მიშელი Twitter-ზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები