რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ რუსულ გემებს პორტებში შესვლა აუკრძალა

WikimediaCommons

ევროკავშირის წევრმა ყველა ქვეყანამ რუსული გემებისთვის პორტები ჩაკეტა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.

"ევროკავშირის ყველა ქვეყანამ რუსულ გემებს საკუთარ პორტებში შესვლა აუკრძალა. ევროკავშირის მიერ მიღებული სანქციები ძალაში შევიდა. პორტებში შესვლის აკრძალვა შეეხება რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ ყველა გემს, ისევე, როგორც იმ გემებს, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის ნაცვლად სხვა სახელმწიფოს დროშის ქვეშ დარეგისტრირდნენ. გამონაკლისის სახით დაიშვება გასაჭირში მყოფი გემები, რომელთა შესახებაც გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ". - წერს ერმაკი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები