რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთმა და იტალიამ კიევში საელჩოები ხელახლა გახსნეს

იტალიის საელჩო კიევში

15 აპრილს იტალიისა და საფრანგეთის ელჩები, პიერ ფრანჩესკო ძაძო და ეტიენ დე პონსენი საელჩოების ხელახლა გასახსნელად კიევში დაბრუნდნენ.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იტალიამ დიპლომატიური საქმიანობა უკრაინიდან პოლონეთში გადაიტანა.

"ეს არის იტალიის სიმბოლო, რომელიც დროს არ კარგავს, სჯერა დიპლომატიის და მუდამ ეძებს მშვიდობას“. - თქვა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ. 

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფრანგი დიპლომატები კიევში ბრუნდებიან მას შემდეგ, რაც საელჩო დედაქალაქიდან ლვოვში გადაიტანეს.

"ეს ძალიან ემოციური მომენტია". - თქვა უკრაინაში საფრანგეთის ელჩმა, ეტიენ დე პონსენმა.

ქვეყნებმა, რომლებმაც კიევში დიპლომატიური საქმიანობა აღადგინეს, მოიცავს ავსტრიას, ჩეხეთს, ესტონეთს, ლიტვას, სლოვენიას და თურქეთს, ასევე ევროკავშირის მაღალჩინოსნებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები