კორონავირუსი საქართველოში

COVID 19-ით 1 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 222 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 0.98%-ია

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 22 703 ტესტი, გამოვლინდა 222 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 346 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.98%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.5% ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.25%.

გამოვლენილი ინფიცირების 222 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 119 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 27, ქვემო ქართლი -13, შიდა ქართლი - 15, გურია - 14, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 8, კახეთი - 14, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 2 430 საიდანაც, 342 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 183, აჭარაში - 18, იმერეთში - 72. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 76 პირი, მათ შორის, თბილისში - 46, აჭარაში - 13, იმერეთში - 7. 2 088 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 652 929 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 633 684 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 789.


კომენტარები