საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი EU-ს კითხვარზე: ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები

თუ არ ვცდები, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ მთავრობა აპირებს კითხვარის გასაჯაროებას. ძალიან კარგია ეს, რადგან ყველა ნახავს. მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომ კითხვარი შეივსოს. ვხედავთ, აქაც ცდილობენ, რომ ყველაფრის გარშემო შექმნან ეჭვების ბურუსი. რა ეჭვები აქვთ, არ ვიცი. წარმოშობენ უსაგნო დისკუსიას. სხვათა შორის, არც უკრაინაში, არც მოლდოვაში ეს კითხვარი გასაჯაროებული არ არის. როგორც წესი, სტანდარტია, რომ არ საჯაროვდება. ამ საკითხის გარშემო ასეთ ისტერიას არც ერთ ქვეყანაში არც ერთი ოპოზიცია არ აყენებს. სამწუხაროდ, ჩვენთან ჩანს ოპონენტების ნაწილის დამოკიდებულება, რომ ისტერიაშია ყველა საკითხის გარშემო. გასაჯაროვდება კითხვარი და ყველა ნახავს, რომ აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის...

ერთადერთი შეთავაზება მექნება, ეს კითხვარი ხომ გამოქვეყნდება და ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა მასზე, დაჯდეს და შეავსოს, გასცეს პასუხები, რამდენად დაინტერესდებიან ამ საქმიანობით. კითხვარი ხომ იქნება და შეუძლიათ, თავად დაწერონ პასუხები.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრობის კითხვარის გასაჯაროებაზე.

კომენტარები