საქსტატის მონაცემები

საქსტატი: შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 238.2 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ქვეყანაში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა.

შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231.3 ლარი თებერვლის თვიდან მარტამდე 6.1 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 238.2 ლარი შეადგინა. 

საქართველოში საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით დგინდება, ხოლო მინიმალური სასურსათო კალათის მთელი შემადგენლობის ღირებულება გამოიანგარიშება შემდეგი წესით: საქართველოს ხუთ ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში სასურსათო კალათის შემადგენელი პროდუქტისათვის დგინდება საშუალო ფასი, ხსენებული ქალაქების გასაშუალოებული ფასების დათვლის შედეგად მიღებული შედეგები კი მთელი ქვეყნის მასშტაბით პროდუქტების საშუალო ფასს წარმოადგენს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

კომენტარები