საქსტატის მონაცემები

საქსტატმა 2024 წლის II კვარტალში უცხოელი მოგზაურების 1.7 მილიონი შემოსვლა აღრიცხა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 1.7 მილიონი არარეზიდენტი მოგზაურის შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 4.2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

1.7 მილიონიდან 1.5 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტი იყო, რაც 4.6%-ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი. 

საერთაშორისო ვიზიტორების 77.2% ტურისტები, 18.8% ექსკურსანტები, ხოლო 4% როგორც ტურისტები, ისე ექსკურსანტები იყვნენ. 

უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, ჯამური რაოდენობის 22.5% თურქეთიდან იყო. მეორე ადგილზე რუსეთის ფედერაცია გავიდა 20.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე სომხეთი 10.6%-იანი წილით. 

ვიზიტორთა 46.9% 31-50 წლის ასაკობრივ შუალედს მიეკუთვნებოდნენ. 

კომენტარები