მგონია, რომ იდეალურად ლაგდება ყველაფერი [უკრაინაში ვიზიტი]. გუშინ, სხვათა შორის, მათი [ოპოზიციის] მხრიდან იყო რაღაც საერთო ვიზიტის ჩაშლის მცდელობა. ჩვენი შეთავაზება იცით, რაც იყო გუშინ - ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან თითო წარმომადგენელი. ამის მერე, გამჟღავნდა მათი რეალური სურვილი. პრინციპში, იდეალურად დალაგდა დელეგაცია, იდეალურია ის, როდესაც, ერთი მხრივ, მრავალპარტიულია ეს ვიზიტი, შესაბამისად, მრავალპარტიული ფორმით იქნება გამოხატული სოლიდარობა უკრიანელი ხალხის მიმართ და, ამავე დროს, ძალიან კარგია ის, რომ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები არ იქნებიან ამ ვიზიტში.
საქართველო-უკრაინა
კობახიძე: იდეალურად დალაგდა, დელეგაცია მრავალპარტიულია, ნაციონალური მოძრაობის გარეშე
tbl.ge/5ylm
დაკოპირდა
ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში კვირის ბოლოს წავა. მასში ქართული ოცნების წევრები და საპარლამენტი ოპოზიციის ნაწილი იქნებიან.
საქართველო-უკრაინაირაკლი კობახიძექართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიუკრაინაში ვიზიტისაქპარლამენტი დელეგაცია
ამავე თემაზე
- კალაძე: არ მინდა პოლემიკაში შევიდე დავით არახამიასთან, მინდა, უკრაინას მშვიდობა ვუსურვო
- პაპუაშვილი: კრიმინალების შეფარება აზიანებს ქართველების ნდობას ევროპული ღირებულებებისადმი
- არახამია ოცნებას: თუ ნორმალიზება გსურთ, დაგვიბრუნეთ სააკაშვილი, შეწყვიტეთ ფრენები რუსეთთან
- პაპუაშვილი: გვერდში დგომის საპასუხოდ, უკრაინისგან შეუსაბამო ნაბიჯებს ვიღებთ
- ზელენსკი ზურაბიშვილს: ჩვენმა ერებმა მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის უამრავ ტანჯვას გაუძლეს