რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის სპეცრაზმმა იზიუმის მიმართულებით მიმავალი ოკუპანტების კოლონა გაანადგურა

განადგურებული რუსული კოლონა აფეთქებულ ხიდზე
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალები

უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსი ოკუპანტების მცირე კოლონა გაანადგურეს

უკრაინის სპეცრაზმმა ააფეთქა ხიდი, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა გადადიოდა. 

სპეცრაზმი არ ასახელებს ოპერაციის შესრულების ზუსტ თარიღს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ხარკოვის ოლქში შენიშნეს იზიუმისკენ მიმავალი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანები, რომლებიც ქალაქთან მყოფი დანარჩენი ოკუპანტების დასახმარებლად მიდიოდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები