უკვე გვაქვს შეთანხმება უკრაინის რადის თავმჯდომარესთან [რუსლან სტეფანჩუკი]. ეს გახლავთ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი, რომელიც, როგორც სხვა შემთხვევებშიც, არის საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ხოლმე. სწორედ ამ შემთხვევაშიც, შევთავაზე ოპოზიციას, რომ მათი წარმომადგენლებიც იყვნენ საპარლამენტო ჯგუფში. სოლიდარობის გამოცხადება პარლამენტის ბევრ წევრს სურს. დელეგაციასთან დაკავშირები, შეთავაზება გვქონდა ისევე, როგორც სხვა დროს ხდება, წარმოდგენილნი იყვნენ უმრავლესობის წარმომადგენლები, ასევე, თანაბარი რაოდენობით იყვნენ ოპოზიციიდანაც წარმოდგენილები. სამი იყოს უმრავლესობიდან, სამი - ოპოზიციიდან. სამწუხაროდ, ამას ოპოზიცია არ იზიარებს. მთავარია, რომ ეს დელეგაცია შედგეს. სამწუხაროა, რომ შიდა პოლიტიკური თემები, როგორც ჩანს, ჭარბობს ხოლმე იმ მთავარს, რასაც ჰქვია სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
პაპუაშვილი უკრაინაზე: ოპოზიციას შევთავაზე, დელეგაციაში წევრები თანაბრად გვყოლოდა
tbl.ge/5yk4
დაკოპირდა

ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით.
ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, "იყო გარკვეული შემოთავაზებები ქართული ოცნებიდან, მაგრამ სამწუხაროდ ეს შემოთავაზებები და ასეთი ალოგიკური ვაჭრობასავით არ შეიძლება უკრაინას დავუკავშიროთ".
ამავე თემაზე
- EU უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის მექანიზმებს 2028 წლამდე ახანგრძლივებს
- სიკორსკი: რუსეთი, შესაძლოა, უკრაინული დრონების გამოყენებით ცრუ დროშის ოპერაციას ამზადებდეს
- უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 20 ხომალდი დააზიანა
- პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
- უკრაინის რადამ საომარი მდგომარეობა და მობილიზაცია ოქტომბრის ბოლომდე გაახანგრძლივა




