რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქები დაბომბეს – განადგურდა სახლები და არის მსხვერპლი

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის 5 ქალაქი: სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, კრემინა, რუბიჟნე და ნოვოდრუჟესკი დაბომბეს. დასახლებულ პუნქტებზე მიტანილი იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაიჭრა. ასევე, დაზიანდა და განადგურდა 12 სახლი და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები