რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Spiegel: გერმანული კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებს სთავაზობს

ტანკი Leopard 1 2000 წლის სამხედრო წვრთნებზე
Eckehard Schulz / AP

გერმანული მედია Spiegel-ის ინფორმაციით, გერმანული სამხედრო შეიარაღების მწარმოებელი კომპანია Rheinmetall-ი უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკებს სთავაზობს. 

Leopard 1 თანამედროვე გერმანული ტანკის, Leopard 2-ის წინამორბედია.

როგორც გამოცემა წერს, პირველი Leopard 1 უკრაინას შესაძლოა 6 კვირაში გადასცენ. ამისათვის საჭიროა გერმანიის ფედერალური მთავრობის ნებართვა. 

ამას გარდა, გერმანული მედია აღნიშნავს, რომ ქვეყანამ უკრაინის მიმართ იარაღის მიწოდების დამოკიდებულება შეცვალა.

"უკრაინას სჭირდება მეტი სამხედრო ტექნიკა, განსაკუთრებით მძიმე შეიარაღება". - თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა გასულ დღეებში.

Rheinmetall-ის ინფორმაციით, მათ, შესაძლოა, უკრაინას Leopard 1-ის ტიპის ტანკის 50 ერთეული გადასცეს. კომპანიის დირექტორის, არმინ პაპერგერის თქმით, ამჟამად მიმდინარეობს დანადგარების შემოწმება. 

როგორც გამოცემა წერს, იმისათვის, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ტანკები გამოიყენონ, მათი მომზადება რამდენიმე დღეში შეიძლება. 

თუ შეთანხმება შედგება, ტანკების მიწოდება, შესაძლოა, 3 თვე გაგრძელდეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები