რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მეუფე იაკობი უკრაინაზე: ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს

რეალურად ვთქვათ, საქართველოს რომ რაღაცას სთხოვენ, ჩვენ ყოველთვის მხარში ვედექით და მხარში დავუდგებით უკრაინას, მაგრამ ომში მყოფმა ქვეყანამ არასწორი რაღაცებით არ უნდა მოგვმართოს. ადამიანები ვართ და ხშირად შეიძლება შეგვეშალოს, ხშირად შეიძლება სულმოკლეები ვიყოთ, ვიღაცაზე რაღაცის გადაბრალება გვინდოდეს, მაგრამ როცა ბოდიშია მოსახდელი, როცა შენდობაა სათხოვნელი, ქრისტიანები ვართ და ერთმანეთს შენდობაც უნდა ვთხოვოთ.

როგორ შეიძლება, ხალხს უჭირს და იქ არ ვიდგეთ, მაგრამ შეხედეთ ახლა, მე უცხოეთში ხშირად მაქვს ურთიერთობები და 4 მილიონზე მეტი ადამიანია უკრაინიდან გასული, აყარეს თავიანთი ქვეყნიდან და გაიყვანეს. 7 მილიონამდე ქვეყნის შიგნით არის გადაადგილებული, ისე რომ თავიანთ სახლებში ვერ ცხოვრობენ და რატომ უნდა ფიქრობდნენ, რომ ქართველების ბრალია, რაც დაემართათ, ეს ხომ იდიოტობაა და იდიოტები აკეთებენ მაგას. ეს ხომ მტრობაა, ჩვენ ხომ ცივილიზებული ხალხი ვართ ქართველები. ჩვენი მტერიც გვიყვარს, ქვეყნის მტერზე არ ვიძახი, პირადი მტრებზე ვამბობ, როდის იყო საომარი, რომ არ გვეომა. 

ქართველი ყოველთვის დგებოდა სიმართლის მხარეს და იქ, სადაც იყო ღმერთი და ცოტა ზედმეტ ლაპარაკს ჩვენ ერზე შევეშვათ და შიგნითაც იცოდნენ იმათმა, რომ უნდა გავერთიანდეთ. არ შეიძლება ერთმა მხარემ მეორეს აგინოს, მეორეს მესამეს და ასე ერთმანეთს ვაგინოთ. როდესაც დამთავრდება ომი, ჩვენი საქართველო უნდა გავაძლიეროთ და ცივილიზებული მსოფლიოს ძლიერი ნაწილი უნდა ვიყოთ. ისე ვიყოთ, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი ყოველთვის გვქონდეს. რა გახდა ერთი შერიგება? როგორ დავუჯერო იმ ადამიანებს, უკრაინაზე ან რუსეთზე უფრო მეტს ფიქრობდეს, ვიდრე საქართველოზე. ჯერ საქართველო და მერე სხვა ქვეყნები.

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ.

კომენტარები