7 აპრილს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის წინააღდეგ დამატებითი სანქციები დააწესა.
"დღეს ხაზინამ რუსეთის ძირითად სახელმწიფო საწარმოებს სანქციები დაუწესა. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლისთვის აქტივებზე, რესურსებსა და ეკონომიკის სექტორებზე წვდომის შეზღუდვას, რომელიც აუცილებელია პუტინის სისასტიკის დაფინანსებისთვის". - წერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი Twitter-ზე.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა სანქციები რუსეთის სახელმწიფო საწარმოსა და მსოფლიოში უმსხვილეს ალმასის მწარმოებელ კომპანიას, Alrosa-ს დაუწესა.
სანქციები ასევე შეეხება გაერთიანებული გემთმშენებლობის კორპორაციას, USC-ს, მის შვილობილ კომპანიებსა და საბჭოს წევრებს. USC არის რუსული კომპანია, რომელიც რუსული სამხედრო ხომალდების უმეტესობას აშენებს.