რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში 7 აპრილისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალების მტკიცებით, მათ მარიუპოლის ცენტრი აიღეს, თუმცა უკრაინის ჯარები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით პოზიციებს ინარჩუნებენ. ამასთან ერთად, ოკუპანტები მარიუპოლის აღებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შეძლებენ. უკრაინის სამხედრო პირები განაგრძობენ ოფიციალური პირების გაფრთხილებას მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის შესახებ. ოკუპანტები ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინიდან გამოყვანილი ქვედანაყოფების საბრძოლო ქმედებებში ჩართვას ცდილობენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწევენ. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმ-სლოვიანსკის ღერძზე ტერიტორიული დაწინაურება ვერ მოიპოვეს. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების დაიკავონ, ვინაიდან იზიუმიდან ქვედანაყოფები აღმოსავლეთ უკრაინაში ჯარების ალყაში მოქცევას ვერ ახერხებენ.

ISW-ს ძირითადი დასკვნები:

  • რუსეთის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ მარიუპოლის ცენტრი წარმატებით დაიკავეს, მაგრამ უკრაინის ჯარები ქალაქის სამხრეთ-დასავლეთით პორტზე კონტროლს ინარჩუნებენ. ოკუპანტები ქალაქის აღებას, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში შეძლებენ.
  • რუსეთის სამხედრო ძალები ძლიერი შეტევებისთვის ემზადებიან, თუმცა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში განლაგებული დაზიანებული ქვედანაყოფები ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიონ.
  • უკრაინის სამხედრო ძალებმა სამხრეთ-აღმოსავლეთით იზიუმიდან სლოვიანსკისა და ბარვინკოვას მიმართულებით შეტევები მოიგერიეს.
  • რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო ძალები უკრაინის ჯარების კიევის გარშემო დაყოვნებას ცდილობენ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოკუპანტებმა ახალი შეტევითი ოპერაციები განახორციელონ  და კიევის ირგვლივ მდებარე უკრაინული ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, უსაფრთხოდ განლაგდებიან აღმოსავლეთ უკრაინაში.
  • დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზას წარმატებით აზიანებს.

რუსეთს უჭირს ქვედანაყოფებში სამხედრო პირების დამატება და ახალი აღჭურვილობის უზრუნველყოფა. უკრაინის გენერალური შტაბის მტკიცებით, ოკუპანტებმა წვევამდელების რეკრუტირება დაიწყეს, რომლებიც 2012 წელს სამხედრო სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მოცემული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვედანაყოფებში გაგზავნამდე, 3 თვიან მოსამზადებელ კურსს გადიან. უკრაინის დაზვერვა იტყობინება, რომ რუსული სამხედრო საწარმოები ვერ ასრულებენ სამხედრო ბრძანებებს ინფლაციისა და მიწოდების პრობლემების გამო, რაც დასავლეთის სანქციებითაა გამოწვეული.

კომენტარები