რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს თავდაცვის მდივანი: დონბასში ოპერაციებისთვის უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას ვაწვდით

აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა საჯაროდ პირველად თქა, რომ აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დონბასის რეგიონში ოპერაციების ჩასატარებლად სადაზვერვო ინფორმაციას აწვდის.

სენატის შეიარაღებული სამსახურის კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემისას, ოსტინს კითხვა დაუსვეს, აშშ აწვდის თუ არა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას, დონბასის რეგიონსა და ანექსირებულ ყირიმში რუსეთის შეიარაღებული ძალებზე თავდასხმაში დასახმარებლად.

"ჩვენ, დონბასის რეგიონში ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად, მათ სადაზვერვო ინფორმაციას ვაწვდით". – უპასუხა ოსტინმა სენატორ ტომ კოტონის კითხვაზე.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები