კორონავირუსი და ვაქცინაცია

მინისტრი: COVID-ი დარჩება, როგორც სეზონური ვირუსი – აცრა აუცილებლად იქნება საჭირო

აცრა მოუწევთ. რამდენიმე თვის წინაც ვთქვი, მაგრამ მაშინ გაუკვირდათ, როცა ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა თქვეს, რომ COVID-ი რაღაც პერიოდის შემდეგ გადაიქცეოდა ენდემურად, იქნებოდა როგორც სეზონური ვირუსი. სავარაუდოდ, ეს დარჩება როგორც სეზონური ვირუსი. COVID-ის გარდა ჩვენ ირგვლივ არსებული ვირუსების საწინააღმდეგოდ აცრა აუცილებლად არის საჭირო და იგივე იქნება COVID-ის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ როგორც სხვა ტიპის ვირუსების შემთხვევაში უზრუნველვყოფთ ქვეყანაში სხვადასხვა ვაქცინის შემოტანას, იმავენაირად შემოვიტანთ COVID-ის ვაქცინასაც და ყველა მსურველი [შეძლებს აცრას].

თქვა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები