რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხოშტარია კონტრაბანდაზე: უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, სანქციებისთვის უნდა ვიბრძოლოთ

წარმოუდგენლად ყალბი და არაკვალიფიციური და ილუზიების გამამყარებელია მოთქმები, აბა, ახლა უკრაინამ დაგვიმტკიცოს რაც თქვესო. ყალბია ეს აღშფოთება, რადგან ჩვენ თვალწინ ყოველ დღე ეს მთავრობა ყოვლად ამორალურად იქცევა და ომის ფონზე რუსებთან ვაჭრობას შესაძლებლობას ეძახის. მოხალისეებს და ექიმებს ბლოკავდა, ზელენსკის შეურაცხყოფდა, დევნილებს არ უვლის და ასე შემდეგ. ამიტომ, დაუჯერებელი რა გაიგეთ, არ მესმის.

მეორე: მთავრობა ამბობს, არანაირი სანქციებიო და უმარტივესია, შესაბამისად, რომ დიახ აგზავნიან რაღაცებს, რაც სამხედრო მიზნებისთვისაც შეიძლება იყოს გამოყენებული. სამხედრო მიზნისთვის მხოლოდ იარაღი არაა, უამრავი სახის ტექნიკა შეიძლება იყოს. უკრაინამ რამე წარმოადგინოს კი არა, იმისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ სანქციები იყოს და ეს საშიში და ამორალური პოლიტიკა ადვილად არ გასდიოდეთ.

ჰოდა კიდევ, "ბოდიში" დასავლეთის დაზვერვა რომ უფრო სანდოა, ვიდრე აქაური პარტიული ინსტიტუტები. სრულიად გაუგონარია ოპოზიციის ნაწილისგან უკრაინაზე ისრების გადატანა. საქმეს მივხედოთ, საქმეს. საქმის დიდი ნაწილი სიმართლის თქმაა და არა პრანჭვა.

წერს პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია Facebook-ზე. 4 აპრილს უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს გავლით რუსეთში კონტრაბანდის შეტანის შესახებ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყვეს.

კომენტარები