რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორ უკრაინელ გენერალს წოდება ჩამოართვა

(Ukrainian President Volodymyr Zelensky/YouTube)  

31 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი უკრაინელი გენერალი გაათავისუფლა და მათ ანტიგმირები უწოდა.

"დღეს ანტიგმირებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ახლა ყველა მოღალატესთან გამკლავების დრო არ მაქვს, თუმცა დროთა განმავლობაში ყველა დაისჯება". - თქვა ზელენსკიმ 

უკრაინის უშიშროების სამსახურის შიდა უსაფრთხოების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ნაუმოვ ანდრეი ოლეხოვიჩსა და ხერსონის ოლქში უკრაინის უშიშროების სამსახურის ყოფილ უფროსს, კრივორუჩკო სერხი ოლექსანდროვიჩს წოდებები ჩამოერთვათ.

"ის გენერლები, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ, თუ სად მდებარეობს მათი სამშობლო, არღვევენ უკრაინელი ხალხის წინაშე დადებულ სამხედრო ფიცს, დაიცვან საკუთარი სახელმწიფო, თავისუფლება და დამოუკიდებლობა უმაღლესი სამხედრო წოდებები აუცილებლად ჩამოერთმევათ. შემთხვევითი გენერლების ადგილი აქ არ არის". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები