რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

მარიუპოლში, კალმიუსკის პოლიციის უფროსი რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა

ვალენტინ პოპოვი

უკრაინიის პოლიციის გენერალის  ვიაჩესლავ აბროსკინის ინფორმაციით, მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა. 

აბროსკინი მოღალატის შესახებ მოქალაქეებს აფრთხილებს. 

"როცა დონეცკის პოლიციელის გვარი მესმის, რომელიც რუს ოკუპანტებს შეუერთდა, ჯერ წყენას ვგრძნობ, შემდეგ კი სასტიკ სიძულვილს. მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ ის უკვე დგას საგუშაგოზე და აკონტროლებს ხალხის ქალაქიდან გასვლას და უთითებს სამხედროებსა და მათ ოჯახებზე. ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი. 

მე ერთხელ ვუთხარი უკვე გარდაცვლილ უფროსს, რომ პოპოვი სულით ღარიბი იყო. მან საწინააღმდეგოში დამარწმუნა, თუმცა დრომ აჩვენა, რომ ის მხოლოდ სუსტია, არამედ მოღალატეა, ნაძირალაა, რომელიც თავისი მეთაურების შეურაცხყოფით, ცხოვრების მარტივი წესი დაარღვია - ადამიანურობა. 

ყველა, ვინც ეხმარებით მარიუპოლელებს ქალაქის დატოვებაში, აუცილებლად დაიმახსოვრეთ მოღალატის სახე, რომელიც რუსებს ბლოკადაში ეხმარება".- წერს აბროსკინი. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

 

კომენტარები