ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის Amnesty International განცხადებით, რუსეთმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინა.
Amnesty International-ის გენერალური მდივნის, ანიეს კალამარის თქმით, ორგანიზაცია მარიუპოლის განადგურების შესახებ დეტალურ ანგარიშს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
"მარიუპოლის ალყაში მოქცევა, მოსახლეობის ჰუმანიტარული ევაკუაციის უარყოფა და მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნეში ამოღება – ეს სამხედრო დანაშაულებია. ეს არის დღევანდელი რეალობა უკრაინაში". - ამბობს ანიეს კალამარი.
კალამარის შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა მხოლოდ საერთაშორის სამართლის დარღვევა არ არის, ეს ცალსახა აგრესიაა.
"უკრაინაში არსებული კრიზისი, შეჭრა – ეს არ არის მხოლოდ საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ეს არის აგრესია. ეს არის გაეროს წესდების დარღვევა, ისეთი, როგორიც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც აშშ ერაყში შეიჭრა". - თქვა კალამარმა.