რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ინდოეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აგრძელებს

ინდოეთი რუსეთიდან ნავთობის იმპორტს აგრძელებს. ინდოეთის ბაზარზე რუსული ნავთობის იმპორტი მას შემდეგ გაიზარდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. რუსეთი ნავთობის ექსპორტისთვის ახალ ბაზრებს ეძებს, ხოლო ინდოეთი შეღავათიანი ფასებით სარგებლობს. 

აშშ-ს პოზიციით, ნავთობის იმპორტი, ფაქტობრივად, არ არღვევს სანქციებს, თუმცა, ამ სიტუაციაში რუსეთის ეკონომიკური მხარდაჭერა იგივეა, რაც უკრაინაში მისი დამანგრეველ შედეგების გამართლება. 

საიდან იღებს ინდოეთი ნავთობს? 

აშშ-სა და ჩინეთის შემდეგ, ინდოეთი ნავთობის მოხმარების სიდიდით მესამე ქვეყანაა მსოფლიოში. ინდოეთში ნავთობის დაახლოებით 80% იმპორტირებულია.

2021 წელს ინდოეთმა რუსეთისგან დაახლოებით 12 მილიონი ბარელი ნავთობი შეიძინა, რაც მთლიანი იმპორტის მხოლოდ 2%-ს შეადგენდა. გასულ წელს, ყველაზე დიდი მარაგი აღმოსავლეთიდან შემოვიდა, ასევე აშშ-სა და ნიგერიიდან. 

საერთაშორისო სასაქონლო კვლევითი ჯგუფის, Kpler-ს მონაცემების მიხედვით, იანვარ-თებერვლის თვეებში ინდოეთს რუსეთისგან ნავთობი არ შეუსყიდია, თუმცა მარტისა და აპრილის კონტრაქტების მიხედვით, მან უკვე 6 მილიონი ბარელის იმპორტი მოახდინა.

ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი კიდევ მოხდება, ეს მათი საერთო მარაგების ძალიან მცირე ნაწილს შეავსებს. 

რა გავლენა ექნება ფინანსურ სანქციებს ტრანზაქციის პროცესში?

ფინანსური სანქციების ფონზე, რომელიც რუსული ბანკების უმრავლესობაში საერთაშორისო ტრანზაქციებს კრძალავს, ართულებს ვაჭრობის პროცესს ორივე მხარისთვის. სავარაუდოდ, ინდოეთს მოუწევს ახალი ტრანზაქციული სისტემის გამოყენება, რომლის მიხედვითაც მხოლოდ რუბლის ვალუტაში შეძლებს გადახდას, შესაბამისად, მოუწევს დიდი რაოდენობით რუბლის შესყიდვა.

კომენტარები