მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

მთიან ყარაბაღის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა

RIA

მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. შესაბამის განკურგელაბს ხელი დე-ფაქტო პრეზიდენტმა არაიკ არუთუნიანმა მოაწერა ხელი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში აზერბაიჯანმა შეიარაღებული ძალები შეიყვანა და 4 იერიში მიიტანა ე.წ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის არმიის ქვედანაყოფებზე.

აზერბაიჯანმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას ცალმხრივი უწოდა. ოფიციალური ბაქო ასევე ამბობს, რომ რუსეთის განცხადება წინააღმდეგობაში მოდის მათთან 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ ორმხრივი ურთიერთობის შეთანხმებასთან.

"თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის 2022 წლის 22 თებერვალს გაფორმებულ ორმხრივი ურთიერთობისა და მოკავშირეული ურთიერთქმედების დეკლარაციის ხასიათს". – აცხადებს სამინისტრო. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს ყარაბაღიდან სომხური შეიარაღებული დაჯგუფებების სრულად გაყვანისა და გეოგრაფიული სახელების სწორად მოხსენიებისკენ. უწყების თქმით, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ცნობები ყარაბაღში 24-25 მარტს აზერბაიჯანის არმიის მოქმდებებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და მათი მტკიცებით, 26 მარტს რეგიონში სამხედრო მოქმედებები სომეხთა შეიარაღებულმა ჯგუფებმა დაიწყეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დაადასტურა სომხეთის მხარის ჩივილი, რომ 24-25 მარტს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტრელირებად ტერიტორიაზე შევიდნენ და მთიანი ყარაბაღის შეირაღებულ ფორმირებებს Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმები მიაყენეს. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ რუსი სამშვიდობოები იღებდნენ სიტუაციის ნორმალიზაციისთვის საჭირო ზომებს, ხოლო აზერბაიჯანს სამხედროების უკან გაყვანის მოწოდება გაეგზავნა. 


24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა. მათი ცნობით, 24-25 მარტს გამოყენებული იყო თურქული წარმოების Bayraktar TB2-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

სომხეთი რუს სამშვიდობოებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებდა. 

25 მარტს შემთხვევის შესახებ სომხეთის თავდაცვის მინისტრი, სურენ პაპიკიანი ესაუბრა რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს. ამის შემდეგ საუბარი შედგა სომხეთის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორისაც.

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა "სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია".

კომენტარები