მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში, რუსი სამშვიდობოების კონტროლის ზონაში სოფელი დაიკავა

აზერბაიჯანელი სამხედროები ყარაბაღის კონფლიქტში გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე, 2020 წლის 10 დეკემბერი
Aljazeera

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 

სომხეთის ხმარის მტკიცებით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 16:00-ზე მოხდა. დაკავებულია სოფელი პარუხი. ერევანი ბაქოს ბრალს სდებს 2020 წლის 9 ნოემბერს გაკეთებული სამმხრივი განცხადების დარღვევაში. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ შემთხვევას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მხრიდან ყარაბაღისთვის ბუნებრივი აირის ერთადერთი მიმწოდებელი გაზსადენის მუშაობის სრული შეფერხება, მაღალკალიბრიანი იარაღით სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და ყარაბაღელი სომხების დაშინება. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის მხარე ელის რუსი სამშვიდობოების მიერ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ზონაში გადადგან შესაბამისი ნაბიჯები და აზერბაიჯანის ძალები საწყის პოზიციებზე დააბრუნონ. 

"ველით, რომ რუსი მშვიდობისმყოფელი სამხედროები, პასუხისმგებლობის ზონაში, სადაც პროვოკაცია ხდება, მიიღებენ ზომებს, რათა აზერბაიჯანის სამხედროები დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ საწყის პოზიციებზე და მკაცრად შეასრულონ ვალდებულებები, რომლებიც 9 იანვრის სამმხრივი განცხადების დროს აიღეს". – წერია განცხადებაში.

სომხეთი საერთაშორისო ორგანიზაციებს შემთხვევის შეფასებისკენ მოუწოებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ნახსენებ ზონაში არ მომხდარა არანაირი შემთხვევა ან შეტაკება და მიმდინარეობს პოზიციებისა და დისლოკაციის ადგილების დაზუსტება. 

კომენტარები