მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთი: ფაშინიანმა პუტინთან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობა განიხილა

azatutyun.am

სომხეთის პრემიერმინისტრის ოფისის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობის საკითხი განიხილა

საქმე ეხება 25 მარტს მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც, ოფიციალური ერევნის ცნობით, აზერბაიჯენელმა სამი სომეხი სამხედრო მოკლეს, 14 კი დაშავდა. სომხეთმა რუსი სამშვიდობოებისგან რეაგირება მოითხოვეს. 

ფაშინიანის ოფისის ცნობით, პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორმა ლიდერმა განიხილა "სიტუაცია, რომელიც მთიან ყარაბაღში რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობის ზონაში აზერბაიჯანული დანაყოფების შეჭრამ გამოიწვია". 

"პრემიერმინისტრმა ფაშინიანმა თქვა, რომ საჭიროა, მოცემულ სიტუაციაში რუსი სამშვიდობოების ქმედებების გამოძიება და ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია, რომ რუსმა სამშვიდობოებმა მოითხოვონ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დაბრუნება მათ საწყის პოზიციებზე". – წერია სატელეფონო საუბრის შიფრში, რომელსაც სომხური მხარე ავრცელებს. 

განცხადების მიხედვით, ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ "მთიან ყარაბში კრიზისული სიტუაციის გადასაჭრელად ძალისხმევას გასწევენ". კრემლი ჯერჯერობით სატელეფონო საუბარს არ გამოხმაურებია. 

24 მარტს ოფიციალურმა სომხეთმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია 2020 წლის ომის შემდეგ დადებული შეთანხმება და ყარაბაღში, რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო ძალების კონტროლის ზონაში ერთი სოფელი დაიკავა. 25 მარტს კი სომხეთმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის რეგიონში, რუსეთის სამშვიდობო მისიის პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე თავდასხმები გააგრძელა და Bayraktar TB2-ის ტიპის დრონი გამოიყენა, რასაც 3 სომეხი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა, 14 კი დაიჭრა. 

კომენტარები