რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შვეიცარიამ სანქცირებული რუსების 6 მილიარდზე მეტი აქტივები გაყინა

REUTERS/Pierre Albouy

შვეიცარიის მთავრობამ სანქცირებული რუსების $6.17 მილიარდი ღირებულების აქტივები გაყინა. 

"დღეს  5.75 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის თანხებისა და აქტივების გაიყინა". - თქვა ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო სამდივნოს ხელმძღვანელმა, ერვინ ჰოლინჯერმა. 

1 მარტს შვეიცარიამ ნეიტრალიტეტის მიუხედავად, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდა. შვეიცარიამ გაყინა რამდენიმე პირის აქტივი, ამასთანავე, ევროკავშირის სანქციებში გათვალისწინებულ პირებს აუკრძალა ქვეყანაში შესვლა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირის სანქცირებულთა სიის გაფართოება იგეგმება, დიდი ალბათობით გაყინული აქტივების ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება. 

ამასთანავე, დღეს დიდმა ბრიტანეთმა რუსული სამხედრო ჯგუფ ვაგნერს სანქციები დაუწესავაგნერის ჯგუფი რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ყველაზე ცნობილია. მათ ბრალი ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენასა და ადამიანთა უფლებების დარღვევაში უკრაინაში, სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები