კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 3 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 817 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 3.47%-ია

COVID-19-ით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 23 553 ტესტი და დადასტურდა 817 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 017 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 3.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.64%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.45%.

ინფიცირების 817 ახალი შემთხვევიდან თბილისში 374 გამოვლინდა, აჭარაში - 39, იმერეთში – 105, ქვემო ქართლში – 33, შიდა ქართლში – 44, გურიაში – 54, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 81, კახეთში – 53, მცხეთა-მთიანეთში – 22, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 22 810, საიდანაც 738 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 22 072 - ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 205 პირი იმყოფება. 

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 644 112 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 604 595 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 681.


კომენტარები