რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსულ აგრესიას 117 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 155-ზე მეტი

EPA

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში 117 ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 155-ზე მეტი.

უწყების ცნობით, ომის დაწყებიდან 27-ე დღის მონაცემებით, ოკუპნტების თავდასხმების შედეგად ყველაზე მეტი, 58 ბავშვი კიევში დაშავდა, ხარკოვში -40, ჩერნიგოვი - 3, დონეცკში - 30, ნიკოლაევი - 24.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დღეს, 22 მარტს, ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტების ტანკმა მშვიდობიანი მოქალაქეების მანქანას ცეცხლი გაუხსნა, დაიღუპა ცოლ-ქმარი და 9 წლის გოგო, დაშავდა 17 წლის ბიჭი.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს 548 საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, მათგან 72 მთლიანად განადგურდა.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები