რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხარკოვში ოკუპანტებმა ოჯახი მანქანაში ჩაცხრილეს – დაიღუპა დედ-მამა და 9 წლის გოგო

რუსი ოკუპანტები უკრაინაში

ხარკოვის ოლქში რუსმა ოკუპანტებმა ოჯახი მანქანაში ჩაცხრილეს - დაიღუპა ცოლ-ქმარი და 9 წლის გოგო. დაშავდა 17 წლის ბიჭი. ინფორმაციას უკრაინული მედია, Unian-ი ტელეგრამ არხზე ავრცელებს. 

"ოჯახი ყვიროდა, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ, აფრიალებდნენ თეთრ დროშას, მაგრამ ამაოდ". - წერია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები