რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დევიდ ბექჰემმა INSTAGRAM-ის პირადი ანგარიში უკრაინელ ექიმს გადასცა

Be Funky

ყოფილმა ფეხბურთელმა, დევიდ ბეკჰემმა Instagram-ის პირადი ანგარიში ხარკოველ ექიმს გადასცა. სპორტსმენს სურს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს რა ხდება უკრაინაში.

"მოგესალმებით, ჩემი სოციალური ქსელის ანგარიშს გადავცემ ირინას, რომელიც ხარკოვში, პერინატალურ საავადმყოფოში მუშაობს. ის ეხმარება მშობიარე დედებს, თქვენი ფულადი დახმარების წყალობით საავადმყოფოში მიიღებენ ჟანგბადის გენერატორებს, რომლებიც ახალშობილების გადასარჩენად აუცილებელია". – ამბობს ბეკჰემი ვიდეომიმართვაში.

ხარკოველმა ექიმმა ფეხბურთელის პირადი ანგარიშით უკვე რამდენიმე სთორი გამოაქვეყნა, რომელშიც საავადმყოფო, პერსონალი და გადარჩენილი ახალშობილები ჩანს.

ყოფილ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში Instagram 71 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

კომენტარები