რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რომის პედიატრიულ კლინიკაში 19 უკრაინელი ბავშვი მკურნალობს, ისინი პაპმა ფრანცისკემ მოინახულა

Reuters

რომის პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვები პაპმა ფრანცისკემ მოინახულა.

ვატიკანის ცნობით, რომის ბამბინო ჯეზუს პედიატრიულ საავადმყოფოში უკრაინიდან ევაკუირებული 19 ბავშვი მკურნალობს. რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემდეგ, ამ საავადმყოფოში 50-მდე უკრაინელმა ბავშვმა გაიარა მკურნალობა.

"ბავშვების სისხლი და ცრემლები, ქალების და კაცების ტანჯვა, რომლებიც საკუთარ მიწას იცავენ ან გაურბიან დაბომბვებს ჩვენი სინდისისთვის შემაძრწუნებელია". – თქვა რომის პაპმა ფრანცისკემ, პარასკევს სლოვაკეთში საეკლესიო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

კომენტარები