რუსეთი სთავაზობს უკრაინას ისეთ რაღაცებს, როგორიც ბელარუსში ხდება. ანუ, უკრაინა უნდა გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსი. გარკვეული ნიუანსებით. ის არ უნდა იყოს რუსეთზე თავდასხმის პლაცდარმი, პირველ რიგში. მას არ უნდა ჰქონდეს ბირვული იარაღი, არ უნდა უქმნიდეს რუსეთს საფრთხეს. უკრაინაში მცხოვრებ ხალხს ნებისმიერ ენაზე საუბარი უნდა შეეძლოთ... არავითარ შემთხვევაში არ უნდა აყვავდეს იქ ნაციზმი, რათა ის ფაშიზმში არ გადაიზარდოს, რომელიც წინა საუკუნის შუა წლებში გადავიტანეთ. რაა აქ ცუდი? თუმცა რუსეთი ახლა სთავაზობს უკრაინას მოლაპარაკებას. არ შეთანხმდება უკრაინა რუსეთთან? გავიმეორებ, მოაწერენ ხელს კაპიტულაციაზე. ახლა შესაძლოა ერთადერთი მომენტია, რომ უკრაინა შექმნილი ვითარებიდან ღირსეულად გამოვიდეს. თუ ეს მომენტი გაფლანგული იქნება, ალბათ ასეთი სიტუაცია მეტჯერ აღარ იქნება. ამიტომ უკრაინა ამ მომენტს უნდა ჩაეჭიდოს. ეს მომგებიანი იქნება უკრაინისთვისაც, რუსეთისთვისაც და ბელარუსისთვისაც.
tbl.ge/5x3m
დაკოპირდა

თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონური მედია TBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით.
ამავე თემაზე
- თურქეთის სანაპირო დაცვა: ყირიმთან თურქულ სათევზაო გემს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი
- უკრაინამ პუტინის ეკონომიკური ფორუმის ფინალურ დღეზე ლენინგრადის ოლქზე იერიში მიიტანა
- რუსეთი კვლავ ომს ირჩევს, პუტინს უბრალოდ ომის დასრულება არ სურს – ზელენსკი პუტინის პასუხზე
- შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ – პუტინი ზელენსკის ღია წერილზე
- შვედეთის სასამართლო: ბალტიის ზღვაში დაკავებული რუსული გემის კიევისთვის გადაცემა კანონიერია




