რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბაიდენმა პუტინს ომის დამნაშავის შემდეგ, მკვლელი დიქტატორი და ნამდვილი ყაჩაღი უწოდა

Nicholas Kamm/AFP

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გამოსვლისას "ნამდვილი ყაჩაღი" და "მკვლელი დიქტატორი" უწოდა

"მკვლელი დიქტატორი, ნამდვილი ყაჩაღი, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინის ხალხის წინააღმდეგ". - თქვა ბაიდენმა.

ამავდროულად, გუშინ, 16 მარტს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს "ომის დამნაშავე" პირველად უწოდა. აშშ-ს პრეზიდენტის სიტყვებით ადმინისტრაციის წინა პოზიციის ცვლილებაა, რადგან ამ დრომდე ოფიციალური პირები, მათ შორის, ჯო ბაიდენი, თავს იკავებდნენ ვრცლად საუბრისგან საკითხზე, რომ უკრაინაში ომის დანაშაულები ხდებოდა და კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა ამ ტერმინის გამოყენება, მიმდინარე გამოძიებებზე მიუთითებდნენ. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები