ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
როგორც ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ.
ფორმულას ინფრომაციით, ნაცემია 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ნანო ჩაკვეტაძესაც.
დამატებითი დეტალების მისაღებად ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყების პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.