რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რეზნიკოვმა ევროპარლამენტარებს მოუწოდა, პუტინი ომის დამნაშავედ აღიარონ

ოლექსი რეზნიკოვი
REUTERS

"მივმართავ ევროპული პარლამენტის ყველა წევრს, აღიარონ პუტინი ომის დამნაშავედ". – უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა ევროპარლამენტარებს მიმართა.

რეზნიკოვმა არგუმენტად მოიყვანა 16 მარტს, რუსულული თვითმფრინავის მიერ მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოგდება. შენობაში რეზნიკოვის თქმით 1 200 ქალი და ბავშვი აფარებდა თავს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

16 მარტს რუსულმა თვითმფრინავმა მარიუპოლის დრამატული თეატრის შენობაზე ბომბი ჩამოაგდო. თეატრში ბომბსაფარი იყო მოწყობილი, რომელსაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. ნანგრევებმა ბომბსაფარის შესასვლელი ჩახერგეს. იმის გამო, რომ დაბომბვა გრძელდებოდა, ინფორმაცია დაზარალებულების შესახებ არ მოიპოვებოდა. 

უკრაინელი დეპუტატი სერგეი ტარუტას მიხედვით, უკრაინის ქალაქ მარიუპოლში თეატრში მოწყობილმა ბომბსაფარმა ავიაიერიშს გაუძლო და მასში შეფარებული ადამიანები გადარჩნენ.

კომენტარები