ვოლოდიმირ ზელენსკი

NETFLIX-ზე ვოლოდიმირ ზელენსკის სერიალი СЛУГА НАРОДУ დაბრუნდა

Kinopoisk

წამყვან სტრიმინგის სერვისზე Netflix უკრაინული სერიალი Слуга Народу დაბრუნდა. კომედიურ შოუში მთავარ როლს უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასრულებს.

აქამდე სერიალი ნეტფლიქსის ვიდეოთეკაში 2017-დან 2021 წლამდე იყო. 

ხალხის მსახურის სიუჟეტის ცენტრში ზელენსკის პერსონაჟი, სკოლის მასწავლებელი ვასილი გორობოროდკოა, რომელიც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი ხდება. შოუს სამი სეზონის შემდეგ, 2019 წელს დასრულდა, ზელენსკიმ კი იმავე წელს პრეზიდენტობაზე იყარა კენჭი და გაიმარჯვა.

პოლიტიკაში წასვლამდე ზელენსკი ცნობილი უკრაინელი კომიკოსი და მსახიობი იყო. კარიერა КВН-ში დაიწყო, მოგვიანებით ყოფილ თანაგუნდელებთან ერთად შექმნა რუსულენოვანი კომედიური შოუ 95-ый квартал, რომელიც უკრაინული ეთერის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული გადაცემა გახდა. მოგვიანებით ზელენსკიმ რამდენიმე ფილმსა და სერიალში ითამაშა. ზელენსკიმ რამდენიმე ფილმის, მათ შორის პადინგტონის უკრაინულ ენაზე გახმოვანებაშიც მიიღო მონაწილეობა, 

კომენტარები