ნოვაკ ჯოკოვიჩი

ნოვაკ ჯოკოვიჩს როლან გაროსის ტურნირზე დაუშვებენ

West Australian

სერბ ჩოგბურთელს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, 2022 წლის როლან გაროსის ტურნირზე დაუშვებენ. 

"ამ მოცემულობით ნოვაკ ჯოკოვიჩს საფრანგეთის ღია პირველობაზე თამაშში ხელს არაფერი უშლის". – ამბობს გრანდ სლემის ტურნირის დირექტორი, ყოფილი ჩოგბურთელი ამერლი მორესმო.

2022 წლის როლან გაროსი პანდემიის დაწყებიდან პირველი გრანდ სლემის ტურნირია, რომელზეც კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები არ გავრცელდება.

ჯოკოვიჩმა მიმდინარე წლის პირველი მთავარი ღონისძიება, ავსტრალიის ღია პირველობა გამოტოვა. ტურნირის ორგანიზატორებმა აუცრელი ჩოგბურთელი გრანდ სლემზე არ დაუშვეს. ტურნირი რაფაელ ნადალის გამარჯვებით დასრულდა, ხოლო ფინალში გასულმა დანიილ მედვედევმა რეიტინგში ჯოკოვიჩს გადაასწრო და დღეს მოქმედი პირველი ჩოგანია.

ჯოკოვიჩს როლან გაროსის გამოტოვებაც უწევდა, თუმცა საფრანგეთში კოვიდრეგულაციები მოიხსნა, დღევანდელი რეგულაციებით სერბი ჩოგბურთელი 21-ე ტიტულისთვის იბრძოლებს.

ნოვაკ ჯოკოვიჩს გრანდ სლემის 20 ჯილდო აქვს მოპოვებული. მას მხოლოდ რაფაელ ნადალი უსრებს, რომელმაც 21-ე ტიტული 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მოიპოვა.

კომენტარები