შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს

ნეიტრალური შვეიცარია რუსი ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ დამატებით სანქციებს დააწესებს.

შვეიცარიის მთავრობის განცხადებით, ”სანქციების სია ახლა სრულად შეესაბამება ევროკავშირის სიას”. სანქცირებულ პირთა სიაში შედიან ოლიგარქები და ცნობილი ბიზნესმენები, რომელთა აქტივები შვეიცარიაში შუადღიდან გაიყინება.

ევროკავშირი, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან – ნატოსთან, დიდი შვიდეულის ქვეყნებთან, აშშ-სთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, კანადასთან, ნორვეგიასთან, სამხრეთ კორეასთან, იაპონიასა და ავსტრალიასთან ერთად ამ ეტაპისთვის სანქციების ოთხ პაკეტზეა შეთანხმებული.

კომენტარები