მინდა, ბოდიში მოვუხადო უკრაინას, მის პრეზიდენტს და ყველა დაშავებულს, რადგან ჩემმა მთავრობამ უარი განაცხადა უკრაინაში მოხალისეების გაგზავნაზე, ასევე გადაწყვიტა არ შეუერთდეს სანქციებს. ამისთვის, ბოდიში უნდა მოვიხადო. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით, მათ მთელი მსოფლიო სჭირდებათ. მათ ყველა ეხმარება და მე ძალიან მრცხვენია, რომ ჩემმა მთავრობამ, იმ ქვეყანაში, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე, უარი თქვა მოხალისეების გაგზავნაზე, რომლებიც იმ ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, რომლებმაც მოახდინეს ასევე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როდესაც მათ საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინეს. მე მაშინ მხოლოდ 16 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს თავს ზემოთ თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ბომბებს ყრიდნენ. 2014-ში მათ მოახდინეს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირება, ხოლო დღეს, ყველა ხედავს რასაც აკეთებენ.
tbl.ge/5wvf
დაკოპირდა

ამის შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა დავით ხოჭოლავამ F.C. København-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
დავით ხოჭოლავაკოპენჰაგენიქართველი ფეხბურთელისაქართველოს მთავრობაქართული ოცნებარუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
ამავე თემაზე
- რუსეთის საგარეო: უკრაინის მხარდაჭერა NATO-ს ქვეყნებს ომის თანამონაწილეებად აქცევს
- უკრაინამ რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობობიექტებზე იერიშები მიიტანა
- პესკოვი: აშშ განაგრძობს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას, ვარდისფერ სათვალეებს არ ვატარებთ
- უკრაინამ აზოვის ზღვაში 12 რუსულ ტანკერზე იერიში მიიტანა
- უკრაინამ რუსეთში ნავთობსაცავები და საბრძოლო მასალების საწყობი დაბომბა




