რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შეეწინააღმდეგეთ ლიდერების საომარ გეგმებს – საბერძნეთის ეკლესიის მეთაური პატრიარქ კირილს

Kremlin.ru

საბერძნეთის ეკლესიის მეთაურმა, მთავარეპისკოპოსი იერონიმემ რუსეთის პატრიარქ კირილს წერილი გაუგზავნა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. მეუფე იერონიმემ მოუწოდა მოსკოვის პატრიარქს, რომ ომის შესაჩერებლად პროცესებში ჩაერიოს.

"რუსეთის ხელმძღვანელობის ბრძანებით უწყვეტი თავდასხმები და დაბომბვის თანმიმდევრული ტალღები უკრაინას ტანჯვის, მწუხარებისა და ნანგრევების ადგილად აქცევს. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ხალხი, არამედ სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაც ზიანდება – ისტორიული შენობები, კულტურული ძეგლები, თუნდაც ისეთი, როგორიცაა ხარკოვის მართლმადიდებლური ტაძარი". – ნათქვამია საბერძნეთის ეკლესიის მეთაურის წერილში.

საბერძნეთის ეკლესიის მეთაური მიიჩნევს, რომ რუსეთის პატრიარქის ჩარევა გადამწყვეტი იქნება თანამედროვე სამყაროში მართლმადიდებლური ეკლესიის შემდგომი ზრდისთვის. 

"მარხვის დაწყებასთან დაკავშირებით, ჩვენ მტკიცედ მოგიწოდებთ, წინააღმდეგობა გაუწიოთ საერო ლიდერების საომარ გეგმებს და დარწმუნდეთ, რომ თქვენი ჩარევა ცვლილებების გამოიწვევს. [...] ომი მართლმადიდებლებს შორის ამცირებს ჩვენი, როგორც ქრისტიანების სანდოობას. ჩვენ არ ვიყენებთ მას მშვიდობის მიღწევისთვის, რასაც უარყოფითი გავლენა აქვს ეკლესიის პრესტიჟსა და მთელ მსოფლიოში მართლმადიდებლებზე". – წერს მთავარეპისკოპოსი იერონიმე. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები